მშობლის ანბანი
ა. მიიღეთ და დააფასეთ საკუთარი თავი და შვილი.
ბ. იყავით თანმიმდევრული,გულწრფელი, მართალი და მტკიცე შვილთან ურთიერ-თობაში.
გ. ყოველთვის აღნიშნეთ რა მოგწონთ შვილში.
დ. განავითარეთ საკუთარი ინტერესები.
ე. წაახალისეთ შვილი იმსჯელოს იდეებსა და მიზნებზე, გამოხატეთ რწმენა, რომ მას ბევრი რამის კარგად კეთება შეუძლია.
ვ. აპატიეთ შვილს შეცდომები, რომლებიც სწავლის ბუნებრივი თანმდევია.
ზ. სიხარულით გაუზიარეთ საკუთარი დრო, სიყვარული და მხარდაჭერა.
თ. დაეხმარეთ, თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
ი. დააინტერესეთ შვილი კონკრეტული საქმიანობით. დააფასეთ მისი ძალისხმევა და დახმარება.
კ . სიხარულით მიიღეთ ცხოვრებისეული სიამოვნებები.
ლ. ნუ გამოხატავთ უხეშ კრიტიკას; ნუ გამოიყენებთ სიტყვებს ,,უნდა“, ,,საჭიროა“.
მ. საშუალება მიეცით შვილს, დაინახოს საკუთარი ქცევის შედეგები.
ნ. იყავით იმ ღირებულებების მოდელი, რომლებიც გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს.
ო. მოილაპარაკეთ პრივილეგიებსადა პასუხისმგებლობაზე, ისე რომ ის არ გაათამამოთ.
პ. შესთავაზეთ არჩევანი და მიეცით საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება.
ჟ. პრობლემა გადაჭერით შვილთან ერთად, მოუსმინეთ მის ფიქრებსა და გრძნობებს.
რ. თავი დაანებეთ დადანაშაულებას,დარცხვენას და დაშინებას.
ს. პატივი ეცით შვილის უფლებას გაიზარდოს საკუთარი ტემპით ზეწოლისა და სხვასთან შედარების გარეშე.
ტ. საოჯახო საქმეები ისე გაუნაწილეთ ოჯახის ყველა წევრს, რომ შვილმაც შეძლოს წვლილის შეტანა და მიკუთვნებულობის გრძნობა განუვითარდეს.
უ. გამოყავით დრო შვილთან ერთად კითხვისთვის, რომ მას წიგნისა და სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ.
ფ. გამოიყენეთ ფოტოალბომი სასიამოვნო ოჯახური მოგონებებისათვის.
ქ. დააფასეთ გულწრფელობა, სიკეთე, საიმედოობა,ერთგულება და ზრუნვა.
ღ. დაძლიეთ განსაცდელები ოჯახთან ერთად.
ყ. შეისწავლეთ საკუთარი დამოკიდებულება შვილის მიმართ.
შ. მიმართეთ პროფესიონალის რჩევას ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით.
ჩ. ინტერესით ჩაერთეთ მრავალფეროვან ოჯახურ ტრადიციებსა და აქტივობებში.
ც. ძილის წინ ,,შეაჯამეთ“ განვლილი დღე: გაუზიარეთ რა იყო მნიშვნელოვანი.
ძ. თუკი აუცილებელი არ არის,შენიშვნას არასწორ საქციელზე ნუ მისცემთ სხვების თანდასწრებით. უფრო ეფექტურია, როცა თქვენი საყვედური პირისპირ გამოიხატება და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას დაემსგავსება.
წ. ეცადეთ, შვილის კითხვებს ყოველთვის მისთვის გასაგებ ენაზე გასცეთ პასუხი.
ჭ. აღზრდა სწორი ქცევის წახალისება და არასწორი ქცევის დათრგუნვაა.შესატყვისი რეაქციები გამოხატეთ ყოველ ჯერზე.
ხ. მშობლისა და შვილის ურთიერთობა ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა.ისწავლეთ
შვილისაგანაც.
ჯ. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები.შეცდომა სწავლის საშუალებაა.
ჰ. დააფასეთ, რომ კაცთა მოდგმის ერთ-ერთი უნიკალური წარმომადგენლის
მშობლობა გერგოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий