სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:
დ ი ნ ო ზ ა ვ რ ე ბ ი
2.პროექტის მთავარი იდეა - დინოზავრების სახეობები, წარმოშობა და გადაშენება.
3.პროექტის აქტუალობა:
- მოსწავლეებმა გააცნობიერონ საკითხი: 65 მილიონი წლის წინ გადაშენებული ცხოველების ნამარხები და ნაკვალევები თანამედროვე ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები:
- მოსწავლეები გაიგებენ, რა სახეობის დინოზავრები არსებობენ;
- როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან ვიზუალურად;
- როგორ წარმოიშვნენ და რატომ გადაშენდნენ;
- მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების უნარი;
- შეძლებენ საჭიროების მიხედვით მოძიებული ინფორმაციის დახაეისხებას;
მე-3 კლასი (9-10) წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
- 2-3 კვირა
- 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
- პრეზენტაცია;
- ვიდეო მასალა;
- ნახატების გამოფენა;
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
- ატლასი დინოზავრებზე;
- ინტერნეტი;
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად და ინაწილებენ ფუნქციებს: ა) I ჯგუფი: დინოზავრების წარმოშობა; ბ) II ჯგუფი: ხორცისმჭამელი დინოზავრები; გ) III ჯგუფი: ბალახისმჭამელი დინოზავრები; დ) IV ჯგუფი: დინოზავრების გადაშენება;
- ექსკურსია სათაფლიაში;
- ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას, აანალიზებენ მოძიებულ მასალას და აკეთებენ სლაიდშოუს;
- თითოეული ჯგუფი ახდენს მოძიებული მასალის პრეზენტაციას;
- შეფასება: შეფასების დროს გავითვალისწინებ მოძიებულ მასალას, პრეზენტაციას და მოსწავლეთა აქტიურობას;
- 10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი1. 1.საგნებთან კავშირი: ისტი, ბიოლოგია 2.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- მოსწავლეს შეუძლია მართებულად ჭარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად;
- მოსწავლეს შეუძლია მოიძიოს და წაიკითხოს სხვადსხვა სახის ტექსტები;
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება
11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი);
ჯანაშია ლალი
Комментариев нет:
Отправить комментарий